საჭირო განმარტებები და სიდიდეები:
- მექანიკური მოძრაობა_დროის განმავლობაში სხეულის მდებარეობის ცვლილება სივრცეში სხვა სხეულის მიმართ;
- ტრაექტორია_წირი,რომლის გასწვრივაც მოძრაობს სივრცეში მოძრავი სხეული;
- გავლილი მანძილი_ტრაექტორიის სიგრძე,რომელსაც გადის სხეული დროის გარკვეულ მონაკვეთში(S-აღნიშვნა,მეტრი-საზომი ერთეული SI სისტემაში);
- გადაადგილება_წრფის მიმართული მონაკვეთი,რომელიც სხეულის საწყის მდებარეობას აერთებს მის მომდევნო მდებარეობასთან(S ვექტორით,საზომი ერთეული მეტრი);
- სიჩქარე_დროის ერთეულში გავლილი მანძილი(V ვექტორით,საზომი ერთეული მ/წმ);
- წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობა_სხეულის მოძრაობა,რომლის სიჩქარე დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში ტოლი სიდიდით იცვლება,ტრაექტორია კი წარმოადგენს წრფეს;
- აჩქარება_სიდიდე,რომელიც ტოლია სხეულის სიჩქარის ცვლილების ფარდობისა დროის იმ შუალედთან,რომლის განმავლობაშიც ეს ცვლილება მოხდა(a ვექტორით, საზომი ერთეული მ/წმ-ის კვადრატთან);
- ათვლის სისტემა_ათვლის სხეული,მასთან დაკავშირებული კოორდინატთა ღერძები და დროის საზომი ხელსაწყო;
- მრუდწირული მოძრაობა_მოძრაობა,რომლის ტრაექტორია მრუდე წირია;
- წირითი სიჩქარე_სხეულის მიერ შემოწერილი რკალის სიგრძის შეფარდება ამ რკალის შემოსაწერად საჭირო დროის შუალედთან;
- ბრუნვის პერიოდი_წრეწირზე ერთი სრული ბრუნის შესასრულებლად საჭირო დროის შუალედი(T,საზომი ერთეული წამი);
- ბრუნვის სიხშირე_ერთ წამში შესრულებული ბრუნთა რიცხვი(n,საზომი ერთეული 1/წმ);
- ცენტრისკენული აჩქარება_წრეწირზე მოძრავი სხეულის აჩქარება,რომელიც მიმართულია რადიუსის გასწვრივ,წრეწირის ცენტრისკენ.
- კონცეპტუალური რუკა