пятница, 21 октября 2011 г.

სხეულთა აჩქარებული მოძრაობა-შემაჯამებელი გაკვეთილი

საჭირო განმარტებები და სიდიდეები:
  • მექანიკური მოძრაობა_დროის განმავლობაში სხეულის მდებარეობის ცვლილება სივრცეში სხვა სხეულის მიმართ;
  • ტრაექტორია_წირი,რომლის გასწვრივაც მოძრაობს სივრცეში მოძრავი სხეული;
  • გავლილი მანძილი_ტრაექტორიის სიგრძე,რომელსაც გადის სხეული დროის გარკვეულ მონაკვეთში(S-აღნიშვნა,მეტრი-საზომი ერთეული SI სისტემაში);
  • გადაადგილება_წრფის მიმართული მონაკვეთი,რომელიც სხეულის საწყის მდებარეობას აერთებს მის მომდევნო მდებარეობასთან(S ვექტორით,საზომი ერთეული მეტრი);
  • სიჩქარე_დროის ერთეულში გავლილი მანძილი(V ვექტორით,საზომი ერთეული მ/წმ);
  • წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობა_სხეულის მოძრაობა,რომლის სიჩქარე დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში ტოლი სიდიდით იცვლება,ტრაექტორია კი წარმოადგენს წრფეს;
  • აჩქარება_სიდიდე,რომელიც ტოლია სხეულის სიჩქარის ცვლილების ფარდობისა დროის იმ შუალედთან,რომლის განმავლობაშიც ეს ცვლილება მოხდა(a ვექტორით, საზომი ერთეული მ/წმ-ის კვადრატთან);
  • ათვლის სისტემა_ათვლის სხეული,მასთან დაკავშირებული კოორდინატთა ღერძები და დროის საზომი ხელსაწყო;
  • მრუდწირული მოძრაობა_მოძრაობა,რომლის ტრაექტორია მრუდე წირია;
  • წირითი სიჩქარე_სხეულის მიერ შემოწერილი რკალის სიგრძის შეფარდება ამ რკალის შემოსაწერად საჭირო დროის შუალედთან;
  • ბრუნვის პერიოდი_წრეწირზე ერთი სრული ბრუნის შესასრულებლად საჭირო დროის შუალედი(T,საზომი ერთეული წამი);
  • ბრუნვის სიხშირე_ერთ წამში შესრულებული ბრუნთა რიცხვი(n,საზომი ერთეული 1/წმ);
  • ცენტრისკენული აჩქარება_წრეწირზე მოძრავი სხეულის აჩქარება,რომელიც მიმართულია რადიუსის გასწვრივ,წრეწირის ცენტრისკენ.
  • კონცეპტუალური რუკა

понедельник, 10 мая 2010 г.


პ რ ო ე ქ ტ ი

1. პროექტის სახელი: დაკვირვება მზისა და მთვარის დაბნელებაზე.

2. პროექტის მოკლე აღწერა:მოიძიებენ ინფორმაციას მზისა და მთვარის დაბნელებების შესახებ ,მათ ისტორიულ თარიღებს და შექმნიან საპრეზენტაციო ფაილს.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს ინტერნეტიდან, წიგნებიდან, სახელმძღვანელოებიდან... ეცნობიან მზისა და მთვარის დაბნელებებს , როგორც სინათლის წრფივი გავრცელების შედეგს.მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად შექმნიან პრეზენტაციას, რომელსაც გააცნობენ სკოლის სხვა მოსწავლეებს კლასგარეშე შეხვედრის დროს.
4.მონაწილეთა ასაკი:15 წელი.

5.ვადები/ხანგრძლივობა:ორი კვირა.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასი დაიყოფა 3 ჯგუფად:

I ჯგუფი, პირობით სახელით "მზე", მოიძიებს ინფორმაციას მზის დაბნელების შესახებ და გააკეთებენ შესაბამის ნახაზებს და შექმნის შესაბამის პრეზენტაციას (პროგრამა power Point)

II. ჯგუფი, "მთვარე", მოიძიებს ინფორმაციას მთვარის დაბნელების შესახებ და გააკეთებს შესაბამის ნახაზს შექმნის შესაბამის პრეზენტაციას (პროგრამა power Point)

III. ჯგუფი მოიძიებს იმ მხატვრულ ლიტერატურას,სადაც აღწერილია მზისა და მთვარის დაბნელების მოვლენები. მოპოვებული ინფორმაციას განათავსებს საპრეზენტაციო პროგრამაში.

პრეოქტის დამთავრების შემდეგ სკოლაში მოხდება პრეზენტაციების წარდგენა უფროსკლასელ მოსწავლეებისათვის.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლე აკვირდება და აღწერს სინათლის გავრცელებას ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში,ჩრდილის წარმოქმნას,მოიძიებს ინფორმაციას მზისა და მთვარის დაბნელების შესახებ ქართულ ლიტერატურაში,ისტორიასა და ასტრონომიაში.
8.სარგებელი სხვებისათვის:შეგროვებული მასალა ხელმისაწვდომი იქნება სხვებისთვის
9.სამუშაო ენა:ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლიდან:---
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია,ქართული,ასტრონომია.
12.პროექტის ფასილიტატორი:ლალი ცოცხალაშვილი.
13.პროექტის ფორუმი:---
14.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.lalicoc.blogspot.com