пятница, 21 октября 2011 г.

სხეულთა აჩქარებული მოძრაობა-შემაჯამებელი გაკვეთილი

საჭირო განმარტებები და სიდიდეები:
  • მექანიკური მოძრაობა_დროის განმავლობაში სხეულის მდებარეობის ცვლილება სივრცეში სხვა სხეულის მიმართ;
  • ტრაექტორია_წირი,რომლის გასწვრივაც მოძრაობს სივრცეში მოძრავი სხეული;
  • გავლილი მანძილი_ტრაექტორიის სიგრძე,რომელსაც გადის სხეული დროის გარკვეულ მონაკვეთში(S-აღნიშვნა,მეტრი-საზომი ერთეული SI სისტემაში);
  • გადაადგილება_წრფის მიმართული მონაკვეთი,რომელიც სხეულის საწყის მდებარეობას აერთებს მის მომდევნო მდებარეობასთან(S ვექტორით,საზომი ერთეული მეტრი);
  • სიჩქარე_დროის ერთეულში გავლილი მანძილი(V ვექტორით,საზომი ერთეული მ/წმ);
  • წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობა_სხეულის მოძრაობა,რომლის სიჩქარე დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში ტოლი სიდიდით იცვლება,ტრაექტორია კი წარმოადგენს წრფეს;
  • აჩქარება_სიდიდე,რომელიც ტოლია სხეულის სიჩქარის ცვლილების ფარდობისა დროის იმ შუალედთან,რომლის განმავლობაშიც ეს ცვლილება მოხდა(a ვექტორით, საზომი ერთეული მ/წმ-ის კვადრატთან);
  • ათვლის სისტემა_ათვლის სხეული,მასთან დაკავშირებული კოორდინატთა ღერძები და დროის საზომი ხელსაწყო;
  • მრუდწირული მოძრაობა_მოძრაობა,რომლის ტრაექტორია მრუდე წირია;
  • წირითი სიჩქარე_სხეულის მიერ შემოწერილი რკალის სიგრძის შეფარდება ამ რკალის შემოსაწერად საჭირო დროის შუალედთან;
  • ბრუნვის პერიოდი_წრეწირზე ერთი სრული ბრუნის შესასრულებლად საჭირო დროის შუალედი(T,საზომი ერთეული წამი);
  • ბრუნვის სიხშირე_ერთ წამში შესრულებული ბრუნთა რიცხვი(n,საზომი ერთეული 1/წმ);
  • ცენტრისკენული აჩქარება_წრეწირზე მოძრავი სხეულის აჩქარება,რომელიც მიმართულია რადიუსის გასწვრივ,წრეწირის ცენტრისკენ.
  • კონცეპტუალური რუკა

Комментариев нет:

Отправить комментарий